15 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია გულშემატკივრობდა იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი მებრძოლი და უკრაინის დამრბევი იყო - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რუსეთში მომხდარ შიდა დაპირისპირებაზე ოპოზიციის გამოხმაურებებს აფასებს.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, "რადიკალური ოპოზიცია გულშემატკივრობდა იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი, მებრძოლი და უკრაინის დამრბევი იყო":

"ნათელი გახდა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ის მოუთმენლობა და დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" და "გლობალური ომის" პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინეს. 

ახლა უკვე დამდგარი არის ის გეოპოლიტიკური ჟამი, როდესაც ჩვენ ომით დაკარგული ბრძოლით უნდა დავიბრუნოთ. ანუ პირდაპირ საბრძოლო მოქმედებებზე უნდა გადავსულიყავით.

ვიხილეთ მიძღვნილი ლექსები პრიგოჟინზე, ვიხილეთ GO,GO, ჟენია, წინ! გულშემატკივრობდნენ იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი მებრძოლი  და დამრბევი იყო უკრაინისა. 

რას ვეუბნებით ჩვენ ოსებს და აფხაზებს? - როგორც კი, საშუალება მოგვეცემა იარაღით შემოვალთ? და რა მესიჯს ვეუბნებით ევროპას, ვართ ის უპასუხისმგებლო ხალხი, ვისაც შეგვიძლია ევროპაში ისევ რაღაც ქარ-ცეცხლი შევიტანოთ და ახალი კონფლიქტები გავაჩაღოთ? არავითარ შემთხვევაში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები