15 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
მიღებული იყო სასტიკი გადაწყვეტილება, დაეხოცათ, პუტინს შევთავაზე, არ ეჩქარა - პრიგოჟინს დავურეკე და ვუთხარი: ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, ბუზივით გაგჭყლეტენ - ლუკაშენკო

ლუკაშენკოს თქმით, პუტინს სასტიკი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, მან ურჩია, რომ არ ეჩქარა.

"ყველაზე სახიფათო რამ, როგორც მივხვდი, იმაში არ იყო თუ როგორი ვითარება იყო, არამედ როგორ შეიძლება განვითარებულიყო - მისი შედეგები. ეს იყო ყველაზე სახიფათო. ასევე გავიგე: მიღებულია სასტიკი გადაწყვეტილება (იგი ქვეტექსტად პუტინის გამოსვლაშიც გაისმა) - დახოცონ. პუტინს შევთავაზე არ ეჩქარა. მოდი, ვეუბნები, პრიგოჟინს, მის მეთაურებს დაველაპარაკოთ. რაზეც მითხრა: "მისმინე, საშა, უსარგებლოა. ყურმილსაც არ იღებს, არავისთან საუბარი არ უნდა," - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით,  პრიგოჟინმა მის ზარს მალევე უპასუხა და საუბრის პირველი რაუნდი 30 წუთი გაგრძელდა, რომელშიც "უცენზურო სიტყვები 10-ჯერ აღემატებოდა ნორმალურ ლექსიკას."

“ვეუბნები: “ჟენია, არავინ მოგცემს არც შოიგუს, არც გერასიმოვს, არავის არ მოგცემს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში. პუტინს ხომ ჩემზე არანაკლებად იცნობ. მეორე, იგი ახლა შეგხვდება კი არა - ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება, ვითარებიდან გამომდინარე… ვეუბნები: “[მოსკოვამდე] ნახევარ გზაზე ბუზივით გაგჭყლეტენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯარებს (ამაზე პუტინი დიდ ხანს მელაპარაკებოდა) ყურადღება შესაბამის ფრონტზე აქვთ გადატანილი”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

დღის ამბები