18 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. რამდენიმე საათის წინ მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მიშა მშვილდაძეს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები