11 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრთან ერთად ერთად, აბასთუმანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების მინისტრთან ერთად ერთად, აბასთუმანში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

მინისტრებმა მოინახულეს აბასთუმანში მშენებარე სასტუმროები - "რუმსი", "ჰილტონი" და "პარაგრაფი", ასევე გაეცნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის, აბასთუმნის შესასვლელში, 770-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილ, ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილ, ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებს.

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე, დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მოიცავს საფეხმავლო და ველო-ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზისა და სხვა ობიექტების აღდგენას. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.

 

დღის ამბები