03 მაისი 2024,   23:02
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო.

სარჩელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ითხოვდა, აღიარებულიყო მისი უფლებების დარღვევა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და გაძევების გამო. სააკაშვილი აცხადებდა უფლებების სხვადასხვა დარღვევაზე 2017 წელს, როდესაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ასევე 2018 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, დააკავეს და გააძევეს უკრაინიდან.

ყველა სარჩელში, გარდა ერთისა, სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა არ გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შიდა სახელმწიფოებრივი საშუალება და დანარჩენი პრეტენზიები – მე-13 მუხლის მიხედვით, აშკარად უსაფუძვლო იყო.

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისის შემდეგ, როდესაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა და პოლიტიკური საქმიანობა განაახლა, მას არაფერი უშლიდა ხელს უკრაინაში საჩივრების შეტანაში.

დღის ამბები