03 მაისი 2024,   22:26
ვრცლად
ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ თქვენს სამაგალითო საქციელს და ქვეყნის მიმართ გაწეულ სამსახურს- ჯუანშერ ბურჭულაძე სამხედროებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს ჯარისკაცების თავგანწირვას,- ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილი და დაშავებული სამხედროების

დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

"ჩვენ აღვნიშნავთ და ჭრილი და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღეს. იმ ცოცხალი გმირების პატივსაცემ თარიღს, რომლებმაც სამშობლოსთვის საკუთარი თავი და ჯანმრთელობა გაიღეს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ თქვენს სამაგალითო საქციელს და ქვეყნის მიმართ გაწეულ სამსახურს.

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღე არის მხოლოდ დასაწყისი იმ კვირეულის და ზეიმის, როდესაც ყველა მოქალაქეს, ორგანიზაციას თუ კომპანიას, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, საშუალება აქვს გამოხატოს მადლიერება ჩვენი გმირების მიმართ,"-აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

დღის ამბები