ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღეს მოსამართლე ადვოკატების საბოლოო სიტყვებს მოისმენს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ წარდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსამართლემ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უნდა გაამართლოს.
შეგახსენებთ, რომ საუბარია პროცესზე, სადაც ვაკის პარკის საქმეში 9 პირის ბრალეულობის საკითხი განიხილება.