"საქსტატის" მონაცემების თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა.
2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი, 7.5 პროცენტით განისაზღვრა.
"საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის მაისში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.