15 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა, განსაკუთრებით აჭარაში, ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული - ირაკლი ღარიბაშვილი 

პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოხსენების შემდეგ, დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

კითხვა პასუხის რეჟიმის დროს, ერთ-ერთი კითხვა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიასწევრმა დავით ხაჯიშვილმა დასვა, რომელიც აჭარას, კონკრეტულად კი, ბათუმს შეეხებოდა:

"ხულოელებს დაჰპირდით რომ ხულო-ზარზმის გზა სულ მალე გაკეთდებოდა, თუმცა 9 წელი გავიდა და იქ მხოლოდ მიმართულება და ტალახია. ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებითაც არაფერი გაკეთებულა. გმირთა ხეივანი ბათუმში გასულ წელს უნდა გახსნილიყო და დღესაც რეაბილიტაცია არ დასრულებულა. გასაგებია, რომ ივანიშვილს აჭარა არ უყვარს, რადგან მიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარს აჭარა და ააღორძინა. თქვენც იზიარებთ ივანიშვილის ამ მიდგომნას აჭარის მიმართ?"- ამ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიასწევრმას დავით ხაჯიშვილმა

რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას უპასუხა და განაცხადა, რომ მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად და დავით ხაჯიშვილის განცხადებას უსაფუძვლო ცილისწამება უწოდა:

"მოსახლეობისთვის და ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, აქ შედარება გააკეთეს, რომ აი, აჭარა არ უყვარს ბატონ ივანიშვილსო და არ ვიცი, რაღაც სისულელე თქვა მორიგი, თითქოს აჭარა სააკაშვილს უყვარდა და ჩვენ ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას. შეადარეთ, სავსე არის სოცმედიაში კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები, შეადარეთ ბათუმი 2012 ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან მარტივ განსხვავებას. მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად. ამაზე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ საუბრობენ ყველანი, აღიარებენ. მე აქვე მინდა, შეგახსენოთ, ვინაიდან, თქვენ ახსენეთ ივანიშვილი, მე შეგახსენებთ მის ქველმოქმედებას. ამ პასუხში უნდა გავაერთიანო რამდენიმე კითხვა, რომელზეც საუბარი იყო. ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში, ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული. მთელი არეალი გარდაქმნა, მოგეხსენებათ, შეკვეთილის არეალი და არა მხოლოდ. ბათუმშიც მე მახსოვს, როცა "ქართუ ფონდს" ვხელმძღვანელობდი, მაშინ ასეულობით მილიონ ლარს ვხარჯავდით, ვეხმარებოდით ბათუმს ბულვარების მოწყობაში, ატრაქციონების მოწყობაში და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ინვესტიციებისა განხორციელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებით. აი, ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეზეც არ უნდათ ამათ საუბარი. მხოლოდ ტყუილები და მხოლოდ უსაფუძვლო ცილისწამება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები