"დეპუტატები იყვნენ, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო," - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობიდან სოლიდარობის ნიშნად მხოლოდ რამდენიმე ლიდერი არ დაესწრო.
"დეპუტატები იყვნენ, რამდენიმე ლიდერი საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, კონსულტაციები გვქონდა, რა თქმა უნდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რა თქმა უნდა, რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის მიმართ, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე დეპუტატების მისვლა საელჩოში ბუნებრივია ამ პატივისცემის გამოხატულება იყო," - განცხადა ირაკლი კობახიძემ.