15 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს, 11:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:

"საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები;

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით;
"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით;
"თავდაცვის კოდექსი" მეორე მოსმენით.

დღის ამბები