19 მაისი 2024,   01:48
ვრცლად
ძალადობა მოზარდზე - დაკავებულ 50 წლამდე მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ძალადობა მოზარდზე - დაკავებულ 50 წლამდე მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 13 წლის გოგო შვილს მეზობელი მამაკაცისგან ელოდება. ოჯახი ეჭვობს, რომ მოძალადე ბავშვზე სექსუალურად ძალადობდა, ემუქრებოდა და გოგონა სწორედ ამიტომ დუმდა.

მსხვერპლმა დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებს თავად დაუსახელა. მოზარდი სპეციალური საჭიროების მქონე პირია. მამაკაცი, რომელსაც უმძიმეს დანაშაულში ედება ბრალი, დანაშაულს უარყოფს.

"ბრალდება წარედგინა, რაც შეეხება თავად მის პოზიციას, ის არ ცნობს ამ ბრალდებას, აცხადებს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მასთან არც არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა, არამც თუ დანაშაულებრივი ურთიერთობა, არამედ საერთოდ ისედაც. იცნობს შორიდან, როგორც მეზობელი, ერთ უბანში მცხოვრები პირი. რაც შეეხება თვითონ ბრალდებას, ბრალდება არის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება. ექსპერტიზაა დანიშნული და შესაბამისად, ბრალდებულს ნიმუშები ჩაბარებული აქვს. პირიქით, ის თვითონ არის დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდეს სიმართლე და გაირკვეს საბოლოოდ, თუ რასთან გვაქვს საქმე,"-აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, ბაჩუკი ყურაშვილი.

დღის ამბები