"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას პარლამენტმა მესამე მოსმენაზე მხარი დაუჭირა.
ქართველი ხელოვანები მიესალმებიან არჩევანის თავისუფლებას და ამ ფაქტს დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ.
დათო ევგენიძე: “მადლობა, რომ გაგვათავისუფლეთ ამდენხნიანი ქურდობისგან. მადლობა, რომ გაგვათავისუფლეთ ამდენხნიანი ქურდობისგან. ძალიან მადლიერები ვართ, რომ, როგორც იქნა, გვეძლევა არჩევანის თავისუფლება და ჩვენ თავად გადავწყვეტთ, რომელ ასოციაციასთან გვსურს თანამშრომლობა. განსაკუთრებით მადლობას ვუხდით, პარლამენტსა და ქალბატონ პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის”.
მარიკო კვალიაშვილი: ,,ამ კანონის მიღება ჩვენი, ქართველო ხელოვანების გამარჯვებაა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეს და იზრუნეს ამ სფეროს გაუმჯობესებაზე”.
დათო ლონდარიძე: "სხვა შედეგს არც ველოდი დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კანონს მიიღებდნენ, რადგანაც ეს ხელოვანებისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სხვაგვარად წარმოუდგენელია ხელოვანმა იარსებოს".