უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გავრცელების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს.
"როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე - ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება და მესამე დონე არის, სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის," – განაცხადა კულებამ.