20 სექტემბერი 2024,   01:16
ვრცლად
მკვლელობა კახეთში - სოფელ ანაგაში, სადაც შვილმა მამა მოკლა, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა

სოფელ ანაგაში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. 20 წლის ოთარ თევდორაშვილმა 58 წლის მამა სასიკვდილოდ გაიმეტა. რა გახდა მამა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. მეზობლები ამბობენ, რომ მათ შორის კონფლიქტი ხშირი იყო.

"კონფლიქტი ქონდათ ხანდახან. სვამდა ორივე..." - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

მიხეილ თევდორაშვილს შვილმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა, რის შემდეგაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 109-11 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.   

დღის ამბები