19 მაისი 2024,   10:06
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარემ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და დელეგაციას უმასპინძლა

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრებმა ზვიად გამსახურდიას სახელობის პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს.

შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებს ესაუბრა ქართული პარლამენტარიზმისა და პარლამენტის შენობის ისტორიაზე, ასევე გააცნო პარლამენტის სტრუქტურა და საქმიანობა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, დაათვალიერეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

დღის ამბები