საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება იყო ირიბი მოწოდება, რათა საქართველო ჩართულიყო ომში.
მისივე თქმით, ამაზე რეაგირება მანამდე ჰქონდა მას, სანამ "ქართული ოცნება" რაიმე სახის კომენტარს გააკეთებდა.
"ჩემთვის მთავარი განცხადება იყო, უშიშროების საბჭოს მდივნის, სადაც კითხვაზე თუ რა დაეხმარებოდა უკრაინას, მან უპასუხა, რომ რუსეთთან ომში სხვა ქვეყნების ჩართულობა, ნახსენები იყო იაპონიაც. ამ კონტექსტში ეს იყო ირიბად მოწოდება ომში ჩართვის. არ მიმაჩნია სწორედ, ერთის მხრივ საქართველოსთვის მოწოდება, ასეთი კუთხით, რამდენადაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა - ამის შესახებ მე განცხადება მაშინვე გავაკეთე, იქამდე სანამ "ქართული ოცნება" რამეს იტყოდა. არც ის მიმაჩნია სწორად, როდესაც მეორე ფრონტის პროპაგანდა არის ძღვენი კრემლისთვის, საოკუპაციო რეჟიმებმა განახორციელონ ანექსიის პროცესი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
უკრაინის ხელისუფლების კიდევე ერთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება - "არასდროს ყოფილა უკრაინა დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი", ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართულ ოცნების" ლიდერების და მასთან დაკავშირებული სუბიექტების განცხადება ტყუილია.