საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ქვეყანას ხელისუფლება იმიტომ ჰყავს, რომ არ აჰყვეს სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნების მოწოდებას.
მისივე თქმით, არ არსებობს საქართველოში არც ერთი ოპოზიციონერი, რომელსაც სურდა ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა.
"უკრაინას შეიძლება ჰქონდა სურვილი, რომ მარტო არ ყოფილიყო დაპირისპირებული რუსეთთან და სხვა დამპყრობელი ხალხიც ყოფილიყო ამაში ჩართული. მაგრამ ჩვენ ხელისუფლება იმიტომ გვყავს და იმიტომ ვართ ამ ქვეყნის პატრიოტები, სხვა ქვეყნის მაღალჩინოსნების მოწოდების საფუძველზე კი არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, არამედ გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვერ დამისახელებთ გავლენიან ოპოზიციონერ ლიდერს და საღად მოაზროვნე ადამიანს, ვინც ამბობს, რომ უკრაინის ომის პარალელურად, ჩვენც უნდა ვეკვეთოთ რუსეთს, ეს არის ცრუ დილემა, ქართული ოცნების მიერ მოგონებული ჰიპოთეტური საფრთხე,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.