22 აგვისტო 2026,   19:19
ვრცლად
Augustus: ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე გამაოცა, გიორგი გაგუაა

ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველი Augustus, რომელიც მუშაობს პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის სიახლეებზე, Twitter-ის გვერდზე ქართველ ფეხბურთელ, გიორგი გაგუაზე წერს:

“ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ დრომდე ევრო 21-წლამდელებზე გამაოცა, გიორგი გაგუაა, რომლის შესახებაც შეჯიბრებამდე არასდროს მსმენია. ის მეჩვენება, როგორც მანჯუკიჩის ქართველი პროტოტიპი. მაინტერესებს, რისი გაკეთება შეუძლია დღეს ნიდერლანდების წინააღმდეგ," - ვკითხულობთ Augustus-ის "ტვიტერის" გვერდზე.

დღის ამბები