20 სექტემბერი 2024,   01:11
ვრცლად
მოცემული მომენტისათვის ბათუმში მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები - ლევან დავითაძე

ბათუმის ვიცე მერის ლევან დავითაძის განცხადებით, ამ დროისათვის ბათუმში მდგომარეობა სტაბილურია და საავტომობილო მიმოსვლა, როგორც მუნიციპალური, ასევე მსუბუქი ავტომობილებისათვის შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

მისი განმარტებით, შესაბამისი სამსახურები, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"უხვი ნალექის შედეგად, ქალაქის სხვადასხვა უბანზე, გარკვეული შეფერხებები შეიქმნა. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. მოცემული მომენტისათვის მდგომარეობა სტაბილურია. საავტომობილო მიმოსვლა, როგორც მუნიციპალური, ასევე მსუბუქი ავტომობილებისათვის შეუფერხებლად არის შესაძლებელი. მერის შესაბამისი სამსახურები, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა ბათუმის ვიცე მერმა ლევან დავითაძემ.

დღის ამბები