15 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისს სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.

ასევე, ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატოს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვას მხარდაჭერას.

აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე, ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე.

დღის ამბები