ოზურგეთში ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გრძელდება. ფესტივალის მერვე დღე თავისუფალ თეატრს და სპექტაკლს "სამანიშვილის დედინაცვალს" დაეთმო.
ფესტივალი 5 ივლისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება. მასში მონაწილეობენ როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრალური დასები.