07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
უკრაინაში სუმის ოლქი 23-ჯერ დაიბომბა - დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე

ომი უკრაინაში გრძელდება - საჰაერო განგაში აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონში მოწინააღმდეგის მიერ ბალისტიკური იარაღისა და დრონების გამოყენების საფრთხის გამო ჩაირთო.

აფეთქებები დაფიქსირდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივოი-როგში.

23-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის დასახლებები, დაფიქსირდა 176 აფეთქება, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა უკრაინისათვის დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემა.

ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კი, უკრაინას აღდგენისთვის 400-ს მილიონ ევროს გამოუყოფს.

დღის ამბები