19 მაისი 2024,   03:25
ვრცლად
ჰოლივუდში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა გრძელდება - სცენარისტებს მსახიობებიც შეუერთდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების კინო და სატელევიზიო წარმოების დიდი უმრავლესობა გაჩერების საფრთხის წინაშეა - უახლეს ისტორიაში, ჰოლივუდში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა გრძელდება.

სცენარისტებს მსახიობებიც შეუერთდნენ. გაფიცულები საბაზისო ხელფასისა და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარის ზრდას მოითხოვენ. ითხოვენ გარანტიასაც, რომ მათ შრომას ხელოვნური ინტელექტი არ შეცვლის.

ამერიკულ კინოინდუსტრიაში მსგავსი მასშტაბის გაფიცვა 1960 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

ავტორი: ნია პატაშური

დღის ამბები