"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ კახეთში ოპოზიციონერების შეკრებაზე არ მიიწვიეს. მისივე შეფასებით, წინანდალში შეკრებილებისგან "რევოლუციონერი არ გამოვა".
"არ ვიყავი მოწვეული და ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემზე დაინტერესებული აფხაზეთის საკითხით არავინ არ იყო, რომ დავაკვირდი. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო. მე არ მგონია, რომ ის ხალხი, ვინც იქ იყვნენ, რევოლუციონერები იყვნენ. შეიძლება ბატონი ჭყონია ფიქრობს, რომ ამათგან რევოლუციონერი გამოვა და რაღაც უცნაურ ინვესტიციას აკეთებს პოლიტიკაში, მოგეხსენებათ, ბიზნესმენებმა იციან ქართულ პოლიტიკაში უცნაური ინვესტიციების კეთება, მაგრამ, ჩემი აზრით, მალე ბატონი ჭყონია თავადაც დარწმუნდება, რომ ამათგან რევოლუციონერი არ გამოვა და თავს დაანებებს ამ საკითხს,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინანდალში სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელეს.