"ევროოპტიმისტების" წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიუხედავად შიდა კონკურენციისა, არის საკითხები, რაზეც ოპოზიციის კოორდინაცია და ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. მისივე განცხადებით, მომავალი კოალიცია ოპოზიციისაა.
"რა თქმა უნდა, მთელი ოპოზიცია ყოველთვის იქნება ერთად, იქნება ეს სემინარები, კოორდინაცია. რა თქმა უნდა, ოპოზიციის წევრები ერთმანეთის კონკურენტები არიან, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს, ვინაიდან მომავალი კოალიცია არის ოპოზიციის,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კახეთში, ოპოზიციის შეკრებაზე არ იყვნენ, მზად არიან ოპოზიციის შიგნით თანამშრომლობისთვის.
"არ ვიცი რა ფორმატი იყო, ჩვენ არ ვიყავით ამ ფორმატში, მაგრამ ჩვენ არანაირი კომპლექსი არ გვაქვს ოპოზიციის შიგნით გაერთიანების. ჩვენ, ოპოზიციას გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ის, რომ რეჟიმი შევცვალოთ საქართველოში. სხვა გამაერთიანებელი ფაქტორი გარდა საქართველოს სიყვარულისა, ევროპაში საქართველოს ინტეგრაციისა და "ოცნების" სახლში გაშვებისა, ჩვენ არ გვაქვს,"- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ბიზნესმენებმა, ექსპერტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა წინანდალში სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს და სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელეს.