23 აგვისტო 2026,   19:19
ვრცლად
ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო გრძელდება - დღევანდელ პროცესზე სამედიცინო ექსპერტებს გამოკითხავენ

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაგეგმილია სამედიცინო ექსპერტების გამოკითხვა.

გამოძიება მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს გიგა გიგაშვილს და ერთ-ერთ სპეციალისტს სამსახურებრივ გულგრილობასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებას ედავება.

გარდა ამისა, სასამართლო განიხილავს შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული სამი იურიდიული პირის ბრალეულობასაც. რაც შეეხება ამავე თემაზე დაკავებულ 9 პირს - პირველმა ინსტანციამ მათ განაჩენი რამდენიმე დღის წინ გამოუტანა.

დღის ამბები