სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა და სამაცივრე მეურნეობა მოეწყო. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში კომპანიამ "გოლდენ ფარმს" 16 ჰექტარზე მოცვის თანამედროვე ბაღის გაშენებისათვის პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში 250 000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა 850 000 ლარი შეადგინა.
კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად 3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარია და 1.2 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.