15 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია "კურიერს" უდასტურებს, რომ სააკაშვილის ლობისტებმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სცადეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "კურიერს" უდასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილის შტატებში ვიზიტის დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის- მასიმო დი ანჯელოს მხრიდან იყო პრეზიდენტთან დაკავშირების მცდელობა, რათა გამართულიყო შეხვედრა. "ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა" - გვპასუხობს ადმინისტრაცია.

საქმე ეხება შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობას ასახავს- დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ლობისტებს დაევალათ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები, მისი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით და ამისთვის კომუნიკაცია შედგა საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელ ევან ელიოტთან.

სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, "კურიერმა" წერილობითი კითხვით მიმართა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, ამერიკის საელჩოს.

დღის ამბები