20 სექტემბერი 2024,   01:22
ვრცლად
საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის" მეკარეს და მის პარტნიორს პარიზში საკუთარ სახლში თავს დაესხნენ - მძარცველებმა 500 000-ზე მეტი ღირებულების ნივთები წაიღეს

საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას და მის პარტნიორს პარიზში საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და გაძარცვეს.

თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ეჭვმიტანილებმა დაზარალებულები გაკოჭეს და მათი სახლიდან 500 000 ევროს ევროს ძვირფასეულობა და სხვა ძვირადღირებული ნივთები წაიღეს. როგორც BBC უცხოურ მედიაზე დაყრდნობით წერს, ფეხბურთელს შემთხვევის შედეგად მცირე დაზიანებები აღენიშნება, მისი მეწყვილე არ დაშავებულა.

BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ორგანიზებული შეიარაღებული ძარცვისა და ძალადობის ბრალდებით დაიწყო.

დღის ამბები