19 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
ვისაც უნდა ერთობაში მონაწილეობა, ცხადია ამ პლატფორმას უნდა შემოუერთდეს, კარი ყველასთვის არის ღია - ლაშა ფარულავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც სურვილი აქვს "ქართული ოცნების" დამარცხების, გამარჯვების პლატფორმას უნდა შეუერთდეს.

საუბარია "ნაციონალური მოძრაობისა" და სტრატეგია აღმაშენებელის" მიერ ერთობის შესახებ გაკეთებულ განაცხადზე. 

"ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციის თავმჯდომარე და ცხადია, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში. გადაწყვეტილების მიმღები ამ პლატფორმაში იქნება ცხადია "ნაციონალური მოძრაობაც" და სხვა სუბიექტებიც. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ერთობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთობლივად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. "ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური პლატფორმა, ის არ არის  საკურიერო ორგანიზაცია. პოლიტიკურ პარტიას გაცხადებული აქვს თავისი მიზნები. ვისაც უნდა ერთობაში მონაწილეობა, ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამარცხება, ცხადია ამ პლატფორმას უნდა შემოუერთდეს. კარი ყველასთვის არის ღია," - აცხადებს ლაშა ფარულავა.  

დღის ამბები