19 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
"სადაც ინფორმირებული არ ხარ და სადაც არ გეძახიან, იქ არ ხარ, ეს ჩვეულებრივი ამბავია" - ბაჩო დოლიძე გამარჯვების პლატფორმის პრეზენტაციის შესახებ 

რატომ არ იმყოფებოდა ნიკა მელია და მისი გუნდი გამარჯვების პლატფორმის პრეზენტაციაზე და იყვნენ თუ არა ისინი მიწვეული ღონისძიებაზე - ამ  კითხვას ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის გუნდში პასუხობენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბაჩო დოლიძე ამბობს, ნიკა მელია ღონისძიების შესახებ არც ინფორმირებული იყო და არც მიწვეული ყოფილა.

"სადაც ინფორმირებული არ ხარ და სადაც არ გეძახიან, იქ არ ხარ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. გაერთიანება კარგია კონკრეტული იდეების გარშემო, ჩვენ ისედაც გაერთიანებულები ვიყავით. ერთი საარჩევნო ნორმის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება, მე მგონია, რომ შეცდომაა. გიორგის მიერ მოტანილი 5% გაცილებით მეტია საერთო საქმეში, ვიდრე მისი შერწყმა "ნაციონალურ მოძრაობაში," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია გუშინ ჩატარდა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ერთობის შესახებ განაცხადეს. 

დღის ამბები