27 მაისი 2024,   09:13
ვრცლად
ნეაპოლის ერთ-ერთმა კლინიკამ მხოლოდ 1 დღეში, 200-ზე მეტი პაციენტი მიიღო - ევროპის ქვეყნები ანომალიურ სიცხეს ებრძვიან

იტალიის 23 ქალაქში, მაღალი ტემპერატურის გამო, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. იმ რეგიონებში კი სადაც ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს აღწევს, საავადმყოფოში მიმართვიანობა გაიზარდა. ნეაპოლის ერთ-ერთ კლინიკაში, მხოლოდ 1 დღეში 200 ზე მეტი პაციენტი მიიღეს, რაც პანდემიის შემდეგ რეკორდული დღიური მაჩვენებლია.

ვიდრე რომში სიცხის რეკორული მაჩვენებელი ფიქსირდება, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში სეტყვის გამო 100 ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 10 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე სეტყვის შედეგად, დაზიანდა ავტომობილები და ინფრასტრუქტურა. გადაუდებელი სამსახურის თანამშრომლები სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სარდინიასა და სიცილიაში დღის განმავლობაშ,ი ქუჩები თითქმის ცარიელია. ქუჩებში უმეტესად, ტურისტები დადიან.

ძლიერი სიცხის გამო, 12 საათიდან 6 ის ნახევრამდე საბერძნეთის ყველა არქეოლოგიური მუზეუმი დაიხურა. მათ შორისაა აკროპოლისიც. ათენის დასავლეთით კი უკვე მეხუთე დღეა ძლიერ ხანძარს ებრძვიან. განადგურებულია ტყეები. სტიქიმ დასახლებულ ადგილებამდეც მიაღწია. დაიწვა რამდენიმე სახლი. ხელისუფლებამ რეგიონის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, თუმცა ადგილობრივთა ნაწილი სახლის დატოვებაზე უარს ამბობს.

47 გრადუსი ფიქსირდება ერაყში. ადგილობრივებისთვის მდინარე ტიგროსი გაგრილების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, თუმცა შიშობენ რომ მდინარე ნელ ნელა შრება. მოსახლეობის თქმით ქვეყანაში 1930 წლის შემდეგ ასეთი გვალვა არ ახსოვთ.

ძლიერ სიცხეს ებრძვიან შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ჩინეთშიც. ტემოერატურის მატების ფონზე, წყლადიდობას ებვრძვიან ინფდოეთში. ძლიერმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100 კი ამ დრომდე ეძებენ.

ბუნებრივ კატაკლიზმებს ექსპერტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ. მათი აზრით კი ამაში მთავარი კონტრიბუტორი ადამიანია. ისინი მსოფლიოს მთავრობებსაც აკრიტიკებენ და ამბობენ რომ ქვეყნები ექსტრემალურ სიცხესთან გასამკლავებლად მზად არ არიან.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ქვეყმენი შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, ექსტრემალური ბუნებრივი კატაკლიზმები ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, რაც უფრო მწვავე და მომაკვდინებელიც კი შეიძლება იყოს . კვლევებმა აჩვენა, რომ რომ ეფექტური გეგმის გარეშე, ევროპაში 2040 წლისთვის შესაძლოა, ყოველ ზაფხულს 94 ათასი ადამიანი გარდაიცვალოს. ეკოლოგები გამოსავალს საწვავი წიაღისეულის მოხმარების, სათბურებისა და დიდი რაოდენობით გადაუმუშავებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებაში ხედავენ.

დღის ამბები