22 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
თავდაცვის ძალები დღეს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს

თავდაცვის ძალები დღეს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღე სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა დასავლეთში საჩვენებელი სწავლებით, ხოლო აღმოსავლეთში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

დასავლეთის სარდლობამ ამოცანაზე ორიენტირებული საინჟინრო წვრთნა "კოლხეთის ბარიკადი 2023" ჩაატარა. სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვეს.

აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში, 31 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სერტიფიკატები გადაეცათ.


დღის ამბები