19 მაისი 2024,   00:07
ვრცლად
აგვისტოში ტემპერატურამ შესაძლოა  +40-ს მიაღწიოს - საშუალო ტემპერატურა წელს 2 გრადუსით მეტი იქნება

აგვისტოს ცალკეულ დღეებში, საქართველოში ტემპერატურამ, შესაძლოა +40 გრადუსამდეც მიაღწიოს - ამის შესახებ "რუსთავი 2-თან" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ ისაუბრა. 

"აგვისტოს თვის პროგნოზით, საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 2 გრადუსით. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, ტემპერატურამ +39 +40 გრადუსს მიაღწიოს.

წვიმა მოსალონდელია ნორმის ფარგლებში და ზოგან ნორმაზე მეტი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა იყოს სეტყვაც. ივნისთან და ივლისთან შედარებით წვიმა იქნება ნაკლები," - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ. 

დღის ამბები