07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
თანდათან, ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია - ზელენსკი

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ღამით რუსეთმა ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა. დაშავდა ხუთი ადამიანი. განადგურდა ინფრასტრუქტურის ნაწილი.

ერთი ადამიანი დაშავდა მიკოლაევის დაბომბვის შედეგად. იერიშები იყო დონეცკის მიმართულებითაც, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დაიბომბა ხერსონიც.

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, პოლიციის შენობაზე დრონით შეუტიეს. გუბერნატორის განცხადებით, დანგრეულია შენობის სახურავი და დამტვრეულია ფანჯრები.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე".

"თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია. უკრაინა ძლიერდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგორც გასულ წელს, რუს ტერორისტებს კვლავ შეუძლიათ თავდასხმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ობიექტებზე ზამთარში. შესაბამისად, მიმდინარეობს მზადება ყველა შესაძლო სცენარისთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები