19 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნა.

მეორე დღის საფესტივალო პროგრამა მოიცავდა: თბილისის თოჯინების თეატრის სპექტაკლს, ფოლკლორულ ანსამბლ „მარგალიტისა“ და საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის გამოსვლებს.

ღონისძიებებს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტები და ფრანგი სტუმრები ესწრებოდნენ.

29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის მამულში გაიმართება ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი.

დღის ამბები