15 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს კაპიტოლიუმზე შტურმის გამო, ამ პრეცედენტით, 2020 წლის არჩევნების შედეგების საბოტაჟის გამო, ლამის მთელი ოპოზიციაა დასაჭერი - ამირან სალუქვაძე

"ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა, რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო", - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ აშშ-ის ამ პრეცედენტს გავითვალისწინებთ, "საქართველოში არჩევნების საბოტაჟის გამო, მთელი ოპოზიციური სპექტრი დასაჭერია". ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების საბოტაჟს ISFED-მაც შეუწყო ხელი, როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

სალუქვაძის განცხადებით, კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო, 900-ზე მეტი პირია დაკავებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის განმახორციელებელი პირებიდან, დასავლეთმა ზოგს გირაო გადაუხადა, ზოგი კი პრეზიდენტს შეაწყალებინეს.

“ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო.

ამ პრეცედენტით 2020 წლის განსაკუთრებით, თუმცა სხვა არჩევნების შედეგების საბოტაჟის გამო, ლამის მთელი ოპოზიციაა დასაჭერი.

ეს განსაკუთრებით ეხება ISFED-ს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ პროცესს, გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. მას შემდეგ, როცა ოცნებამ ბრიფინგებზე გაუშიფრა მცდარი მონაცემები, ISFED-ის დირექტორი გადააყენეს და ამით ამოწურეს. ორგანიზაციას ისევ აქვს დაფინანსება და აგრძელებს საქმიანობას.

ოპოლიდერებიც, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ არცერთ არჩევნებს, იციან რა, რომ არ გაყალბებულა, ისევ აგრძელებენ რყევებს.

კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირია დაკავებული. ჩვენთან პარლამენტის შტურმის ორგანიზატორები შეაწყალებინეს, ზოგს გირაო გადაუხადეს.

ჩვენს პოლიციას შენიშვნა უთხრეს, "ბრბო" რატომ ვერ შეაჩერაო?! ძალადობის და დარბევების მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ასე საჯაროდ ბრბო ვერ უნდა აკადრონ.

ჰოდა, შევატრიალებ კითხვას, ოღონდ ბრბოს არ ვაკადრებ. რატომ ვერ შეაჩერა ამერიკის პოლიციამ კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეები? თანაც ერთი მოქალაქე ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლით პოლიციამ მოკლა. ეს ისე, თემამ მოიტანა.

მოკლედ, ტრამპს 400 წელი უკვე ჰქონდა, კიდევ 50 წელს დაუმატებენ.

2024 წლის არჩევნების შედეგები ოპოზიციამ მშვიდად უნდა მიიღოთ. ცესკო 30-60 წუთში ქვითარს ამოარტყამს და შეინახეთ. ISFED-ების ხმა არ გავიგო.”- წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

დღის ამბები