სამტრედიაში შემნახველი მეურნეობა ამოქმედდა. კომპანიამ "კაილაში" მარცვლეულის შემნახველი საწარმო ევროკავშირი-საქართველოს "სპეციალური პროგრამის" ფარგლებაში მოაწყო. საწარმოში 8 ადგილობრივია დასაქმებული.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 48 საწარმო დაფინანსდა. ჯამურად, დამტკიცებული სესხის ოდენობამ 32 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა 19 მილიონს აღემატება.