15 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ეს თემა იმის გამო დაძრა, რომ სხვა თემები არ იყოს ქვეყანაში მოთხოვნადი - იაგო ხვიჩა

 

ტრამპის ბრალსა და 2020 წელს საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს შორის უმრავლესობა გარკვეულ პარალელს ავლებს. მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ იგივე ქმედებებს ახორციელებდნენ საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლები, რისთვისაც ტრამპს ბრალი წაუყენეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი მმართველი გუნდის განცხადებებს სისულელესა და არაპოლიტკორექტულს უწოდებენ.

"სტრატეგი აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ტრამპის ბრალის წარდგენა საქართველოს 2020 წლის არჩევნებთან პარალელის გავლება სრული "სისულელე და ბოდვაა".

"სრული სისულელე, ბოდვა და საქმიანი ლაპარაკიდან გადახვევის მცდელობა. ახლა მე გეტყვით სიმართლეს - 2020 წელს "ეუთო/ოდირის" დასკვნა ამოიღეთ, სადაც არის შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ეს თემა "ქართულმა ოცნება" ხელოვნურად წამოჭრა, რათა სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაიფაროს.

პოლიტიკოსის შეფასებით, ამ თემაზე საუბარი პარტნიორი ქვეყნის მიმართ არაპოლიტკორექტულია.

"ეს კონტექსტი ახლა აქ არაფერ შუაში არ არის, დიდი ხნის წინ ჩავიარეთ ჩვენ ეს ამბები. ეს ამბები "ქართულმა ოცნებამ" დაძრა იმის გამო, რომ სხვა თემები არ იყოს ქვეყანაში მოთხოვნადი. დაძრა ისე, რომ არაპოლიტკორექტულია ჩვენი პარტნიორის მიმართ. შეიძლება ამან კიდევ უარესი შედეგი მიიღოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები