როდესაც შენ გაკრიტიკებენ აბსურდული მიზეზების გამო და თავად ყავთ პატიმრები, რომლებიც 20 წელია სასჯელს იხდიან ბრალის წარდგენის და სასამართლოს გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში და ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირის ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ში 35 პატიმრის ბედზე.
“ევროკავშირი ასევე ყურადღებას ამახვილებს აშშ-ში 35 პატიმრის ბედზე. ცნობისათვის ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 2023 წელს ჰუმან რაითს ვოჩის ანგარიშში მოხვდნენ, როგორც პატიმრები, რომლებიც სასჯელს იხდიან ბრალის წაყენების და სასამართლო პროცესის გარეშე და რომელთა უმეტესობაც ციხეში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა“ - ეს არის ამონარიდი ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ როდესაც შენ გაკრიტიკებენ აბსურდული მიზეზების გამო და თავად ყავთ პატიმრები, რომლებიც 20 წელია სასჯელს იხდიან ბრალის წარდგენის და სასამართლოს გარეშე, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია,“ - წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.