15 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
რა შეცდომაზეა საუბარი, ქვეყანა კინაღამ ააყირავეს - კალაძე ISFED-ის კვლევებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ტრამპის ბრალდებებსა და 2020 წლის არჩევნებს შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში იგივე პროცესები მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანაში როგორმე ხელისუფლება შეცვლილიყო და დღესაც იმავეს ნებისმიერი ფასად ცდილობენ.

"ყველაფერი, რაც ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, იყო დაგეგმილი და მიზანმიმართული ნაბიჯები იდგმებოდა იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო, თუნდაც ISFED-ის გაყალბებული კვლევებით. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს კვლევები იყო გაყალბებული და მას შემდეგ , რაც "ქართული ოცნების" ლიდერებმა გამოააშკარავეს აღნიშნული გაყალბებული კვლევა, მოისმინეთ რაიმე ბოდიში, ან რომ ეღიარებინათ უდიდესი შეცდომა? ქართველი ხელმძღვანელი ვინც იყო, ის გაათავისუფლეს და ამით დამთავრდა ყველაფერი. ვინ აფინანსებდა მათ, საიდან მოდიოდა დაფინანსება? ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, იგივე, სააკაშვილის "შემოტანით", როგორც განუბაჟებელი ტვირთი, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეწყოთ, დაპირისპირება მომხდარიყო, ჩამოეგდოთ ხელისუფლება, ყველანაირიო მეთოდით მზად არიან დღესაც მოახდინონ ეს ყველაფერი. ის არის დიდი უბედურება, როდესაც კონკრეტულ დანაშაულში გამოიჭერენ ადამიანებს, ამას აფასებენ როგორც უზუსტობად და შეცდომად - რა შეცდომაზეა საუბარი, ქვეყანა კინაღამ ააყირავეს", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები