აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გაერო-ს ქვეყნებს მოუწოდებს იმოქმედონ, რათა რუსეთმა შეწყვიტოს შავი ზღვის შანტაჟის ბერკეტად გამოყენება. "გაერო-ს ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს "საკმარისია", კმარა შავი ზღვის შანტაჟად გამოყენება. კმარა ეს გაუმართლებელი და უაზრო ომი,"- აღნიშნა მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ბლინკენის თქმით, თითქმის 90-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ შემუშავებულ მოკლე კომუნიკეს, რომელშიც ისინი ვალდებულებას იღებენ, მიიღონ ზომები, რათა შეწყდეს საკვების, როგორც ომის იარაღად გამოყენება. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გამოყოფს 362 მილიონი დოლარის დაფინანსებას აფრიკის 11 ქვეყანასა და ჰაიტიში სასურსათო დაუცველობის დასაძლევად.