"თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არც ერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
ნიკოლეიშვილის თქმით, ასეთი უბედურების დროს, ოპოზიცია ვერტმფრენების საკითხით, ყველანაირი განმარტების გარეშე სპეკულირებდა.
"ახლა ცოტა ხნით ისევ მილიონერ ოპოზიციონერებს მინდა მივუბრუნდე, ამ უბედურების დროს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა რომ არ გაუჩერებიათ და დამატებითი ვერტმფრენები არის საჭიროო მთელი ოპოზიცია, რომ გაჰკიოდა ყველანაირი განმარტების მიუხედავად.
თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არც ერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო?
კითხვის ადრესატები:
კახა ოქრიაშვილი
ჭუტა წერეთელი
მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე
კობა ნაყოფია
კიდევ ვის ჰყავს უცებ არ მახსენდება, ყველასთან არის ეს კითხვა!", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.