27 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 15 ადამიანიდან ამ დროისთვის 7 მათგანია იდენტიფიცირებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 15 ცხედარია ნაპოვნი, ამ ეტაპზე მათგან 7-ის იდენტიფიცირება მოხერხდა.

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ცხედრების პოვნა, ძირითადადა ე.წ. კოტეჯების ტერიტორიაზე მოხერხდა.

"ნანახია ოთხი ცხედარი, რომლებიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში 15 ცხედარია მოძიებული სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება, შვიდი ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება. ერთი და იგივე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე ხდება აღნიშნული ცხედრების მოძიება. ჩვენი მხრიდან ხდება ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება. თუკი ვინმე ჩათვლის ინფორმაციის გადამოწმების საჭიროებას მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები