17 ნოემბერი 2026,   17:44
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრს, შეიხ ფაისალ ბინ ტანი ალ-თანის შეხვდა.

"შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და საინვესტიციო კავშირების გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე, ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში კატარული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის წევრს, ალ ქასრ ჯგუფის ხელმძღვანელს, შეიხ ნაიეფ ბინ ეიდ ალ-თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჯგუფის მიერ მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და საინვესტიციო საქმიანობის შემდგომი გაფართოების საკითხები", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

დღის ამბები