17 ნოემბერი 2026,   18:27
ვრცლად
ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა

ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მანამდე პროცესზე კილაძემ საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ეგრეთწოდებული ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას გულისხმობს.

დღის ამბები