17 ნოემბერი 2026,   18:19
ვრცლად
გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები დღეს უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება

დღეს, თბილისი დროით, 23:45 წუთზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩს სლოვაკეთში, უკრაინასთან ჩაატარებს.

უნგრეთთან 0:2 მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები, რომელსაც მიმდინარე ციკლში ჯერ არ მოუგია და 5 შეხვედრაში გოლიც არ გაუტანია, ჯგუფში ბოლო ადგილზეა. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს ტრავმების გამო ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ვერ ეხმარებიან, საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. ამას ემატება გიორგი წიტაიშვილის არყოფნაც, რომელმაც უნგრეთთან მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, გუნდს გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდება.

სვანაძის გაწვრთნილი ნაკრები კოშიცეში გუშინ ჩავიდა და წინასამატჩო საწვრთნელ პროცესთან ერთად მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაც გამართა.

დღის ამბები