15 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
"არცერთი სტიქიის შემდგომ დამონტაჟებული ხიდი არ წაუღია მდინარეს სტიქიის მერე" - ირაკლი ქარსელაძე

შოვში სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დილიდან ადგილზე ორი ცხედარი იპოვეს. მათგან ერთი მოზარდი, ერთი კი ქალია.

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობას განაგრძობენ.

დღეს, სამხედროები მეექვსე ლოკაციაზე, კერძოდ, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.

სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე მეტალო-დეტექტორები, რაც აიოლებს მეწყრულ მასაში მოყოლილი ტექნიკის ლოკაციების დადგენას. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ ახალი ხიდი დამონტაჟდა.

"ორი ხიდი იყო წაღებული ერთი მოვაწყვეთ, მეორე დროებითი ხიდი ამოვიღეთ მდინარიდან მოვახდინეთ მისი შესწავლა-შეფასება შეიძლებოდა თუ არა ხელმეორედ გამოყენება დადგინდა, რომ არ შეიძლებოდა.

მოვიტანეთ ახალი ხიდი, რომელიც დამონტაჟდა იმავე ადგილას. გუშინ წამოვიღეთ ხიდი, ავაწყვეთ და დღეს დავამონტაჟეთ. არცერთი სტიქიის შემდგომ დამონტაჟებული ხიდი არ წაუღია მდინარეს სტიქიის მერე", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

დღის ამბები