07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში - იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეს მიმართულებით, დაიღუპა 3, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბავშვი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია - იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეს მიმართულებით. დაიბომბა საცხოვრებელი უბანი. დაიღუპა 3 და დაშავდა 9 ადამიანი. დაზარალებულებს შორისაა 11 თვის ბავშვი.

რუსმა დამპყრობლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტევა 6 მიმართულებით სცადეს. საერთო ჯამში, ფრონტის ხაზზე 30-მდე საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. დაიბომბა სუმსისა და ჩერნიგოვის რეგიონები.

რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონებით მასობრივი იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად განადგურდა ნავთობბაზა. აფეთქებების ხმა ისმოდა ყირიმშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცახდებენ, რომ თავდასხმა დრონებით მოხდა.

"დღეს რუსმა ტერორისტებმა ზაპორიჟჟიას ისევ დაარტყეს - იერიშები იყო საცხოვრებელ შენობაზე, დაზიანდა ეკლესიაც. ამ დროისთვის, სამწუხაროდ, ცნობილია, რომ არიან დაღუპულები.

უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ასევე თანამედროვე გამანადგურებლები, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა რუსი ოკუპანტების თავდასხმებისგან.

კარგი ამბავია გერმანიიდან – ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. არსებობს დამატებითი "პეტრიოტის" სისტემები. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებს, სოფლებს," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები